Tuesday, August 9, 2011

პროექტი


1.პროექტის სახელი:
"რა არის ხელოვნება"

2.პროექტის მოკლე აღწერა:
მოსწავლეები იკვლევენ ხელოვნების როლს, მნიშვნელობას, სასწავლო სივრცეში.

3.პროექტის სრული აღწერა:
რამოდენიმე წელია საჯარო სკოლებში ისწავლება მანამდე სრულიად უცნობი საგანი _ ხელოვნება. იგი ძალიან საინტერესო და მრავალფეროვან პროგრამას გვთავაზობს. ბავშვები ეცნობიან ხელოვნების სხვადასხვა დარგებს ეპოქების მიხედვით,იკვლევენ მიმდინარეობებს, ხელოვანთა შემოქმედებებს, რაც ცოდნის შეძენასთან ერთად მრავალ უნარ-ჩვევასაც ანვითარებს. პროექტის მიზანია,რომ მოსწავლეებმა გამოიკვლიონ ახალი საგნის - ხელოვნების როლი, მნიშვნელობა სასწავლო სივრცეში,გაიაზრონ თუ რატომ გახდა იგი აქტუალური დღეს,რა შეიცვლება მათთვის მას მერე,რაც შესწავლილ იქნება ხელოვნების ისტორიის სრული კურსი და გააანალიზონ კორკრეტულად რა სარგებელს მოუტანს მისი ცოდნა თითოეულ მათგანს!

4.მონაწილეთა ასაკი: 10-11წელი

5.ვადები/ხანგრძლივობა:
სექტემბერი ოქტომბერი.

6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
ხელოვნების,როგორც საგნის გამოკვლევა და ანალიზი,
ინფორმაციის მოძიება,
ნახატების შექმნა,
ხელოვნების ნამუშევრების გამოფენა,
პრეზენტაციების მოწყობა,
დისკუსია,
კითხვა-პასუხი,
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:
ჩანახატები,
ფოტოალბომი,
ნახატების გამოფენა,
პრეზენტაცია.

8.სარგებელი სხვისთვის:
გააცნობიერებენ სკოლაში ხელოვნების, როგორც საგნის როლს და მნიშვნელობას,
გაეცნობიან სხვადასხვა ეპოქებს,
მიმდინარეობებს,
ხელოვანთა ბიოგრაფიებსა და შემოქმედებებს.

9.სამუშაო ენა: ქართული

10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

ისტორია:
გაიღრმავებენ ცოდნას,
გაეცნობიან ეპოქებს,
განივითარებენ კვლევა-ძიების უნარებს.
მუსიკა:
მოსწავლეები მუსიკალურად გააფორმებენ მათ მიერ მოწყობილ ნახატების გამოფენას, პრეზენტაციას.

11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:

12: პროექტის ფასილიტატორის სახელი: ნანა შათირიშვილი.
13. პროექტის ავტორის ელ–ფოსტა:
14.პროექტის ფორუმი:
15.პროექტის ვებ–გვერდი;